კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა.
მისი განმარტებით,, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 137 პირს შეადგენს.
,,11 137 შემთხვევიდან ახმეტაში დაფიქსირებულია -737 შემთხვევა, გურჯაანში 2487, დედოფლისწყაროში -771, თელავში -2489, ლაგოდეხში – 1541, საგარეჯოში -1377, სიღნაღში -805, ყვარელში -930.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას არის 568 პირი, მათ შორის 500 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 68 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 10 462 გამოჯანმრთელდა, 107 გარდაიცვალა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.