ახალი ამბები

საგარეჯოში 6 მილიონიანი ინვესტიციით ხილის და ბოსტნეულის მაცივარი აშენდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა.

შპს „სომა მაცივარი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 578 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231 200 ლარია, 289 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტია აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრარული წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, უმნიშვნელოვანესია მოსავალის დროული დასაწყობება და შესაბამის პირობებში შენახვა. სახელმწიფოს მხრიდან, მომავალშიც არაერთი მსგავსი ტიპის პროექტი იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.