კახეთში კორონავირუსით 106-ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით 106- ე პაციენტი გარდაიცვალა.
83 წლის ქალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურიდან იყო და ის მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.
რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის სულ 10 983 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 591 მოქალაქე, მათ შორის 527 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 64 კი კოვიდ -კლინიკაში იმყოფება.
რეგიონში ვირუსი 10 286 – მა პირმა დაამარცხა.