კორონავირუსის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი სკოლა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის ინფიცირების დაფიქსირების გამო დისტანციურ სწავლებაზე გურჯაანის კიდევ ორი სკოლა გადავიდა.
ამ სკოლებში კოვიდ-19 მოსწავლეებს დაუდასტურდათ.
კლასები, რომლებშიც მოსწავლეები დადიოდნენ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დისტანციური სწავლების ორკვირიან რეჟიმზე გადავიდნენ.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლების დაკეტვა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ორი კვირით დაკეტილია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაც.
კოვიდ- 19 დადასტურდა თელავისა და სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლებში, ასევე ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სამრევლო სასწავლებელშიც.
ჯანდაცვის უწყებების გადაწყვეტილებით, დასახელებულ სკოლებში, შესაბამისი კლასები ორკვირიან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
საწავლო პროცესი კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს განახლდა.
4 თებერვლისათვის, სკოლებში კოვიდ – 19- ის უკვე 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზეა სულ ხუთი კლასი და ერთი სკოლაა გადასული.