ქვემო ხოდაშენის და თელავის მე-2 საჯარო სკოლის ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, თელავის მუნიციპალიტეტში.
ქვემო ხოდაშენისა და თელავის მე-2 საჯარო სკოლის ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვემო ხოდაშენის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარებული კვლევის შედეგად, ვირუსის არსებობა მე- 10 კლასის მოსწავლეს აღმოჩნდა, რის გამოც, კლასი ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თელავის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილიც, სადაც დღეს მე- 5 კლასის მოსწავლეს COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
სასწავლო პროცესის განახლებიდან სამ დღეში კახეთის საჯარო სკოლებში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა.