ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში საზოგადოებრივმა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თელავში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თელავის მუნიციპალიტეტში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

ტრანსპორტი შაბათ-კვირის გარდა ყველა დღეს იმოძრავებს.

ავტოსადგურების წარმომადგენლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება ყოველ დილით ხდება.

რაც შეეხება გადაადგილების ღირებულებას, მძღოლების თქმით, არ გაზრდილა და იგივე დარჩა.

მაკა ხაზიური, თორნიკე ხალხელაური