შსს-მ პანკისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 პირი – 1975 წელს დაბადებული ხ.გ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.