თელავში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო



საახალწლო განათებების დემონტაჟი თელავში დღეიდან დაიწყო.

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საახალწლო განათებები ტრადიციულად დეკემბრის შუა რიცხვიდან დამონტაჟდა.

აღნიშნული მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო, ამ თანხის გახარჯვა ბიუჯეტიდან არ მოხდა და ქალაქში ძველი განათება დამონტაჟდა.

მარიამ ოქროცვარიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *