კახეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები 59 წლის ქალი, რუსთაველი 69 წლის კაცი და სოფელ ბაკურციხის მკვიდრი 76 წლის ხანდაზმული. ისინი მკურნალობის კურსს რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოში გადიოდნენ.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 9,960-მდე გაიზარდა.
ეპიდემიოლოგების მიერ უკვე მოძიებულია ახალი დაინფიცირებულების 173 კონტაქტი.
რეგიონში COVID-19-ით 86 მოქალაქეა გარდაცვლილი.