ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობები გულ-მკრედის არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.