ახალი ამბები

თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
79 წლის კაცი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

არსებული ინფორმაციით, რეგიონში COVID-19-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და ინფიცირებულთა რაოდენობა 9,446- მდე გაიზარდა.

რეგიონში ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 2085 მოქალქე, მათ შორის 1946 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 3 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 136 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.

რეგიონის მასშტაბით ვირუსი 7, 258 – მა პაციენტმა დაამარცხა.