ალავერდის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალავერდის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.
მათ გარდა, ვირუსზე ტესტირება სტიქაროსნებსაც ჩაუტარდებათ.
ალავერდის ეპარქია შობის დღესასწაულისთვის უკვე აქტიურად ემზადება.
ეპარქია მკაცრად იცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებსა და წესებს, ამიტომ მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ეზოსა და ტაძარში, სადაც სადღესასწაულო მსახურება იქნება, სპეციალური მონიშვნები გაკეთდება, რომელიც მრევლს დისტაციის აუცილებლობისკენ მიუთითებს.
ასევე მრევლს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი .