ახალი ამბები

კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, მძიმედ დაშავდა ორი ახალგაზრდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.