კახეთში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია 82 წლის თელაველი მამაკაცი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები, 70 წლის პენსიონერი. ორივე მათგანი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 68 წლის კაცი, რომელიც საგარეჯოდან იყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს , რომ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
გუშინ დაინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი კახეთის მასშტაბით COVID-19 ლაბორატორიულად სულ 7 709 მოქალაქეს დაუდასტურდა.
ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკურნალობას 2, 926 მოქალაქე გადის, აქედან 3 737 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 15 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 174 კი კოვიდ- კლინიკაში იმყოფება.