თელავის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, გარდაცვლილია ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტიდან იყო.
მისი თქმით, პაციენტი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში კორონავირუსის 7 663 შემთხვევაა დაფიქსირებული.
,,ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 3126 პირს, მათ შორის 2934 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 15 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 177 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 4537 გამოჯანმრთელდა, 54 გარდაიცვალა,”-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.