საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა
საცალო ქსელებში საწვავი 5 თეთრით კიდევ გაძვირდა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასით შესყიდული იმპორტია.
თვის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორიო ბაზარზე ბენზინის ღირებულება – 90 დოლარით, დიზელის კი 100 დოლარით გაიზარდა.
კერძოდ, თუ 1 ნოემბერს 1 ტონა ბენზინის ღირებულება 340 დოლარს შეადგენდა, 14 დეკემბრის მდგომარებით, მისი ფასი 429.5 დოლარის ნიშნულზეა.
შეგახსნებთ, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი ნოემბრის ბოლოსაც გაძვირდა და ფასები 7-10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.