მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება არ იზღუდება
მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება არ იზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„28 ნოემრბიდან 31 იანვრის ჩათვლით აკრძალულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა“, – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.
როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში აღდგება, რა პერიოდშიც შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება.
3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში ყველა შეზღუდვა, მათ შორის ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვა კვლავ ძალაში იქნება, 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით კი როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა შაბათ-კვირის გარდა, ყველა სხვა დღეს იქნება ნებადართული.