ახალი ამბები

თელავში დამატებითი შეზღუდვები წესდება

დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში დამატებითი შეზღუდვები წესდება.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თელავში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობას გააგრძელებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

ასევე შეიზღუდა ღია და დახურული ბაზრობების არ მუშაობენ. მუშაობა. ფუნქციონირებას გააგრძელებენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე; კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები კი აჩერებენ მუშაობას.