ახალი ამბები

დედოფლისწყაროს აგრარულ ბაზარში მომუშავე ქალებს ძალადობის პრევენციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ქალაქ დედოფლიწყაროში აგრარულ ბაზარში მომუშავე ქალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი საფარის“ იურისტი შეხვდნენ და ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებსა და პრევენციაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა „ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის“ ფარგლებში გაიმართა და განხილული იყო ძალადობის ფორმები, პრაქტიკა და პრევენცია.
,, გარდა ამისა ქალებს ინფორმაცია მივაწოდეთ მობილურის საერთაშორისო აპლიკაციაზე, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება”,-განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
კავშირი „საფარი“ 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. “საფარის” საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით და სხვა.