ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 081–მდე გაიზარდა

კახეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 3 081 მიაღწია.

პაციენტთა საერთო მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა-199, თელავი -890, ყვარელი -256, ლაგოდეხი – 366, გურჯაანი-601, სიღნაღი-196, დედოფლისწყარო -277 და საგარეჯო -296.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომებით მკურნალობს 1732 მოქალაქე, მათ შორის 1555 დატოვებულია ბინაზე, 32 მკურნალობს კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 145 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.