კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა.
პაციენტი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
69 წლის კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო და მას თანხმლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო.
კახეთში COVID- 19- ით გარდაცვალების ეს მე-16 შემთხვევაა.
რეგიონში , დღეს კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2,104 – მდე გაიზარდა.