სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის სავარაუდო მიზეზი უამინდობა გახდა.
არსებული ინფორმაციით, ,,სუზუკი”-ს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მომავალ ,,ოპელი”-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა ორივე ავტომობილში მსხდომი 3 მგზავრი.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.