სოფელ აკურაში ავარია მოხდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ავტოავარია მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჯე ვერ დაიმორჩილა და გალავანს შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანდა ცენტრალური გაზის მილი.
შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.