კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 668-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 668-მდე გაიზარდა.
მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ყოველდღიურად ზრდისა, ეპიდემიოლოგების თქმით, რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია.
ეპიდსტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -210, დედოფლისწყარო -21 გურჯაანი- 151, სიღნაღი -55, ყვარელი -91, ლაგოდეხი – 60, ახმეტა -37 და საგარეჯო -43.
რეგიონში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 484 მოქალაქე, მათ შორის 435 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 საკარანტინო ზონაში და 47 იმყოფება კოვიდკლინიკაში.
ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსი დაამარცხა 153- მა მოქალაქემ,ხოლო 2 გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა.
თვითიზოლაციაში1167 ადამიანი, საკარანტინო ზონაში კი 144 მოქალაქე რჩება.