კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თელავში დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან კორონავირუსი ახმეტაში- 2, გურჯაანში-7, თელავში -12, ლაგოდეხში -3, საგარეჯოში -4, სიღნაღში -2, დედოფლისწყაროში – 4 და ყვარელში-6 დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, გურჯაანში ვირუსი დაუდასტურდა “ავერსის” აფთიაქის და გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” ორ თანამშრომელს, ასევე ონკოლოგიურ ერთ პაციენტს.
კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის მერიის თანამშრომელს, სოფელ წინანდლის და გულგულის ორ პედაგოგს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ თანამშრომელს და 3 მოქალაქეს.
ლაგოდეხში დაინფიცირებულია საბაჟო- გამშვები პუნქტის თანამშრომელი. ასევე, ცხელებიანი პაციენტი, რომელიც ექიმებმა სტაციონარში უკვე მოათავსეს.
საგარეჯოში კი კორონავირუსი “ჯეოჰოსპიტალსის” ორ მედდას და კლინიკის ერთ რეგისტრატორს აღმოაჩნდა.
ვირუსით სიღნაღში დაინფიცირდა “არქიმედეს” კლინიკის სტაჟიორი, თანმხლები კარდიოლოგიური დაავადებებით ერთი მოქალაქე კი კოვიდკლინიკაში დღეს გადაიყვანეს.
ყვარელში 6 დაინფიცირებულიდან პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა 81 წლის პენსიონერი , მას კორონავირუსი დღეს ჩატარებული ტექსტის შედეგად დაუდასტურდა.