ახალი ამბები

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილს სატვირთო დაეჯახა

თელავი – ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა 6 პირი, საიდან ოთხი ახალგაზრდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

ავრიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.