ახალი ამბები

თელავის პირველ სკოლაში მასობრივი ტესტირება დაიწყება

ქალაქ თელავში, პირველ სკოლაში ინფიცირებული მასწავლებლის ყველა შესაძლო კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, დაინფიცირებულ პირს კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან.
,,კოვიდ 19 -ით ინფიცირება დაუდგინდა ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს. მას კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან. სპეციფიური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ ხერხდება კონტაქტების იდენტიფიცირება სრულყოფილად.
სკოლის ადმინისტრაციის, რესურს ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. პროტოკოლის გათვალისწინებით ყველა პირს ჩაუტარდება ტესტირება”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.