კორონავირუსის პრევენციისთვის თელავში სოციალური კამპანია ჩატარდება
9 ოქტომბერს თელავის ცენტრში კორონავირუსის პრევენციისთვის სოციალური კამპანია ჩატარდება.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტის “იყავი აქტიური მოქალაქე და შექმენი უსაფრთხო გარემო COVID-19 პანდემიის დროს” ფარგლებში ტრენინგები გაიარეს. მათ ასევე შეიმუშავეს გეგმა და ჩაატარებენ თანამედროვე სოციალური კამპანიას, რითაც ისინი ადვოკატირებას გაუწევენ უსაფრთხოების დაცვის ზომებს COVID-19 პანდემიის დროს.
კამპანიის ფარგლებში ისინი მიღებულ ინფორმაციას თელავის მოსახლეობას გააცნობენ და მათ ბრენდირებულ პირბადეებს უსასყიდლოდ გადასცემენ.
პროექტს პოლონური ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ პარტნიორ ორგანიზაცია „სოციალური ჰაბ“-თან ერთად ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
მარიამ ოქროცვარიძე