ახალი ამბები

დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურამ ორი პირი დააკავა

დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორი პირი დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კერძოდ, დაკავებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ი.მ და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი. აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.