ახალი ამბები

,,ლეიბორისტული პარტიიდან” კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი იქნება

,,ლეიბორისტული პარტიიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში ნიკოლოზ ვარდოშვილი იქნება.

ნიკოლოზ ვარდოშვილი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, აღნიშნული კანდიდატი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და გამოცდილი პოლიტიკოსია.