,,ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.
პარტიაში განმარტავენ, რომ კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოხდება.
საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება, კახეთის რეგიონში 2 საარჩევნო ოლქი შეიქმნება, საიდანაც ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.
ოფიციალურად წარდგენამდე, დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. პარტიის გადაწყვეტილებით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში კენჭს გიორგი ბოტკოველი, ხოლო გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ლევან ბეჟაშვილია.