სოფელ ჯოყოლოში უძველესი სასაფლაო აღადგინეს
2020 წლის აგვისტოში, პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციამ მაიკ რომანსის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ჯოყოლოში უძველესი სასაფლაო დასუფთავდა და აღდგა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასაფლაოს დასაცავად, მის გარშემო გაკეთდა მავთულის უსაფრთხო ღობე, რათა პირუტყვმა არ დააზიანოს საფლავები და მოხდეს სასაფლაოს ტერიტორიის სისუფთავის დაცვა. მათივე განცხადებით სასაფლაო გაიწმინდა ეკალ-ბარდისგან და გაკეთდა ჩამოშლილი საფლავების რეკონსტრუქცია.
სასაფლაო მიეკუთვნება ქისტების ადრეული დასახლების პერიოდს (1800-იანი წლები) და პირველი სასაფლაო იყო ჯოყოლოში.
იგი სიპი ქვისგანაა ნაგები და ზოგიერთ საფლავზე ქართული წარწერებია აღბეჭდილი და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.