ახალი ამბები

კახეთში 157 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მშვიდია.

მისივე თქმით, კარანტინის 3 ლოკაციაზე იმყოფება 210 მოქალაქე.
თვითიზოლაციაში იმყოფება 24 მოქალაქე.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.
,, 7 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 157 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 11471 ნიმუში”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.