აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო შენობაზე საქართველოს დროშა დაეშვა
საქართველო-რუსეთის ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მათ შორის სახელმწიფო დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის და საქართველოს პარლამენტის შენობებზე.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.