მესამე დღეა სოფელ ჩალაუბანში 85 წლის მამაკაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 85 წლის მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოხუცი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, საძიებო სამუშაოებში პოლიცია და 23 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *