ახალი ამბები

 ახალი სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში, 15 სექტემბერს დაიწყება

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.
ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა ჩვეულ რეჟიმში 15 სექტემბერს დაიწყება. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს, ანუ სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.