მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზარში ჩატარდეს.
„მოგეხსენებათ, ბაზრობაზე ყველაზე მაღალია მობილობა, ყველაზე მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა. ამიტომ საჭიროა, მეტი ყურადღება ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, სანიტარული წესები. როგორც გითხარით, ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში მიმდინარეობს ინტენსიური „პისიარ“ კვლევები და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე. ხაზს ვუსვამ, ბაზრობები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკის ზონებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.
გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებს არც პანიკის საფუძველი აქვთ, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ყურადღება არ უნდა მოდუნდეს.