სოფელ ჩუმლაყში ეპიდკვლევა დასრულდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში ეპიდკვლევა დასრულდა.
ექიმ- ეპიდემიოლოგ მარინა კაპანაძეს თქმით, სოფელში კორონავირუსით ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ყველა სავარაუდო კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა გოგაშვილის განცხადებით, გარდა მძღოლთან კონტაქტში მყოფი პირებისა, სოფელში განხორციელდა მოსახლეობის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის შედეგადაც ჯანმრთელობის პრობლემა არავის არ ჰქონია.
,, კვლევა ჩაუტარდა სულ 83 ადამიანს და კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, სოფელში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ეპიდკვლევა უკვე დასრულდა. კორონავირუსით ინფოცირებული მძღოლი კი მაშინვე გადაიყვანეს თბილისში შესაბამის კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განუცხადა knews. Ge-ს მანანა გოგაშვილმა.