ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა სოფელ კონდოლში სახლებს სახურავები გადახადა

სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კონდოლი, ნაფარეული, კურდღელაური, რუისპირი და ვარდისუბანი დააზარალა.

ძლიერი ქარის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

სეტყვამ კი სოფელი ნაფარეული მნიშვნელოვნად დააზარალა. დაგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ხეხილის ბაღები.

კონკრეტულად რა ზარალი მიაყენა სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

Knews. ge ცდილობს საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.