ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა თელავში მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირსა და ვარდისუბანში, ასევე თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები წააქცია.

ამის გამო, თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

რა ზარალი გამოიწვის სტიქიამ ფა დაზიანდა თუ არა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აზუსტებენ.

ადგილზე კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფება.