სოფელ ყარაჯალაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მედიკოსები კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების კონტაქტებს სწავლობენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბავშვის ოჯახის წევრებს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ როგორც სოფელში მეზობლებთან, ასევე სოფლის გარეთაც.
,,დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება, რომ თელავის საავადმყოფოში მყოფ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ საკითხის დაფიქსირებისთანავე დავიწყეთ კვლევა.
ამჟამადაც სოფელში მუშაობენ ეპიდემიოლოგები. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ხვალ დილათ უკვე გვეცოდინება ნიმუშევის შედეგები, ასევე ხვალ დავიწყებთ იმ კონტაქტების კვლევას, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ჩვენ ეს სია უკე შევადგინეთ’’,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.