ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სოფელ ახალსოფელში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკამზე მსხდომ ადამიანებს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ნასვამი იყო და საჭე ვერ დაიმორჩილა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.