ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებზე “გირჩი” ავტომობილს გაათამაშებს

პოლიტიკური პარტია “გირჩი” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებისთვის “ტესლას” ავტომობილს გაათამაშებს.

განცხადება ამის თაობაზე პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კაჭრეთის “ამბასადორში” გააკეთა.

მისი განცხადებით პარტია ავტომობლებს სახელმწიფოს მიერ პარტიის დაფინანსებისათვის ჩარიცხული თანხით შეიძენს.

“გირჩი არ აპირებს გადასახადის გადამხდელებისგან აიღოს ფული. ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ, ის გამოგვეყენებინა არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ “ტესლას”, რომელსაც გავათამაშებთ. რაც მეტ ხმას მიიღებს გირჩი, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება და მეტი მანქანაც გათამაშდება”- განაცხადა ჯაფარიძემ.

გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებს ყველა მოქალაქე, რომელიც ცესკოს ერთიან სიაშია რეგისტრირებული და და 31 ოქტომბერს მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას, რომლის შემდეგაც მოქალაქემ უნდა გადაიღოს სელფი, საარჩევნო უბანთან და პირად ფბ გვერდზე ატვირთოს.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დღეიდან პარტიას ოფიციალური ვებ -გვერდი და საკუთარი გაზეთი სახელწოდებით “თავისუფლება” ექნება.