256 პირიდან კახეთში კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 256 პირიდან კახეთში კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
მისივე განცხადებით რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
,,კახეთის რეგიონში 3 კარანტინის სივრცეში იმყოფება 91 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 24. ასევე რეგიონში მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.
11 ივლისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 256 ნიმუში. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 7628 ნიმუში.