ახალი ამბები

თელავი-შუამთის გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თელავი- შუამთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ,,ნისანის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ,,ფორდის” სატვირთო შეეჯახნენ.

მათი განცხადებით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
დაშავებულები შუახნის მამაკაცები არიან.

სამივე პირი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანა და მათ შესაბამისი გამოკვლევა უტარდებათ.

შემთხვევის გამო, გომბორის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეფერხდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.