ახალი ამბები

მსახიობი გივი გორხელაშვილი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, მსახიობი, რეჟისორი, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების წევრი და კულტურის დამსახურებული მოღვაწე გივი გორხელაშვილი გარდაიცვალა.

იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გურჯაანის კულტურის ცენტრს, მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც გურჯაანის, ასევე საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში.