ახალი ამბები

პოლიციამ სოფელ კაბალში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დააკავა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა.

25 წლის მამაკაცი, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაქცევას ცდილობდა, ავარიაში მოყვა და მიყენებული დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, სოფელ კაბალში სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცეცხლასროლი იარაღით 50 წლამდე მამაკაცი სახის და მუცლის არეში დაიჭრეს.