ახალი ამბები

ხანძრის შედეგად წინანდლის რადისონში საუნა და მიმდებარე ტერიტორია დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტში, წინანდლის რადისონში ხანძრის შედეგად საუნა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაიწვა.

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მე-4 სართულზე.

,,დაკვამლიანება გვიან ღამით შევიშნეთ, დამსვენებლებისა და თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სისტემამ გამართულად იმუშავა”,– აცხადებენ კომპანიაში.