ახალი ამბები

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისსხევის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, მანქანაში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.