რა იციან თელავში გენდერული კვოტის შესახებ – გამოკითხვა
პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
წარდგენილი ცვლილებები მხოლოდ გარკვეულწილად ითვალისწინებს გენდერულ კვოტირებას და შემდეგი პრინციპი შემოაქვს: 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება; 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ყოველ სამეულში მაინც უნდა იყოს ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის;
ასევე 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
აღნიშნულ საკითხზე knews.ge–მ ჩაატარა გამოკითხვა. თელავის მცხოვრებლების თქმით, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია.
“ სასიამოვნო იქნება პოლიტიკაში მეტი ქალი, რადგან ქალი უფრო თავშეკავებულია მამაკაცისგან განსხვავებით”,– განუცხადა knews.ge–ს თელავის მკვიდრმა ციალა პატიაშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური